Saturday, November 15, 2008

gearn საცდელი პროექტი:"ხიდი სამშობლოსთან"

პროექტის სახელი:ხიდი სამშობლოსთან

პროექტის მოკლე აღწერა: მსოფლიოში გაფანტული ქართული დიასპორების ახალგაზრდა თაობა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირების გამო სწრაფად ივიწყებს ქართულ ენას,ისტორიასა და ტრადიციებს.ქართველი მოსწავლეები საქართველოდან ეხმარებიან მათ არ დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან.

პროექტის სრული აღწერა: ქართული დიასპორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გაფანტული.

აზარბაიჯანში(საინგილო), ირანსა(ფერეიდანი) და თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოსახლეობის გარდა სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი ადამიანია ემიგრირებული. ახალგაზრდა თაობა სწრაფად ინტეგრირდება უცხო გარემოში, თანდათან ივიწყებს მშობლიურ ენას, ისტორიას, არ იცნობს თანამედროვეობას. ქართული სკოლის მოსწავლეები ინტერნეტის მეშვეობით ამყარებენ მათთან ურთიერთობას ქართულ ენაზე; აწვდიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს ქვეყნის წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ; ესაუბრებიან ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე; აწყობენ ინტერნეტ-აქციებს. ქართველი მოსწავლეები უცხოეთში მცხოვრები ქართველი თანატოლებისაგან ღებულობენ მათთვის საჭირო ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ჩვენი თანამემამულე ამჟამად ცხოვრობს.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-14; 15-18 / 7-9: 10-12 კლასები.

ვადები/ ხანგრძლივობა: სამი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები: უფროსების დახმარებით მოსწავლეების მიერ რომელიმე ქვეყნის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთიბის დამყარება ინტერნეტის მეშვეობით; საჭირო ნაბეჭდი. ინტერნეტ და ფოტო მასალების მოძიება და დამუშავება, ესსეებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება,

ინტერნეტ- აქციისათვის აქუალური თემების შერჩევა და გამოხმაურება,ბლოგების მომზადება, .არსებული ურთიერთობების ამსახველი მასალების გამოფენა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს,საქართველოს ისტორიის,ქართული კულტურისა და ტრადიციების,თანამედროვე საქართველოს კულტურული,სპორტული,ეკონომიკური და ა. შ. ცხოვრების შესახებ, არსებულის შესახებ გაიფართოებენ ცოდნას.შექმნიან ბლოგს. მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი,გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი,ისწავლიან მოპოვებული მასალის კომპიუტერულ დამუშავებას ინფორმაციის მომზადებისა და გადაცემისათვის,ჩამოუყალიბდებათ პატრიოტული ცნობიერება და მოქალაქეობრივი პოზიცია. ქართველი მოსწავლეები უცხოეთში მცხოვრები თანატოლებისაგან მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციებს გარესამყაროს შესახებ.

სარგებელი სხვებისათვის:შექმნილ პროდუქტს გაეცნობიან და გამოიყენებენ სხვა თანატოლები და პედაგოგები. უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე ურთიერთობით შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ ინფორმაციები საქართველოს შესახებ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია სამშობლოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული ენა

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი ითვალისწინებს კავშირს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებთან:ისტორია, ქართული, სამოქალაქო განათლება,ინფორმატიკა,ეკონომიკა, ხელოვნება,მუსიკა.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელისო ჯიბლაძე

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:eliso.jib@gmail.com

პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea7a8de

პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი;www.projectcountry2.blogspot.com